Belive

UFC 305 | დუ პლესიმ ადესანია დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი დაიცვა

1 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC 305-ის მთავარმა ივენთმა გულშემატკივრის მოლოდინი გაამართლა - 1 წლიანი პაუზის შემდეგ, ისრაელ ადესანია ოქტაგონზე დაბრუნდა და საშუალო წონის ჩემპიონის ტიტულის დაბრუნება სცადა, მაგრამ დამარცხდა.

დრიკუს დუ პლესისა და ისრაელ ადესანიას ბრძოლამ, მიმომხილველებისა და გულშემატკივრების მოლოდინები გაამართლა. დრამატული ბრძოლის ბედი მე-4 რაუნდში გადაწყდა, როდესაც სამხრეთ აფრიკელმა მეტოქე ჯერ ნოკდაუნში გაუშვა, შემდეგ მომენტით ისარგებლა და მახრჩობელათი გაიმარჯვა. შედეგად დუ პლესიმ ჩემპიონის ტიტული სანახაობრივი ბრძოლით დაიცვა.

მან დიდი პრობლემები შემიქმნა. ადესანია ერთ-ერთი საუკეთესო სტრაიკერია და დიდი პატივი იყო ლეგენდის წინააღმდეგ ოქტაგონზე დგომა. მზად ვარ ამ ქამრისთვის მოვკვდე. - დრიკუს დუ პლესი.

მართალია ადესანიას ოქტაგონზე დაბრუნება წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ ზოგი რამ არ იცვლება - დრიკუს დუ პლესი 6 წელია არ მარცხდება! სამხრეთ აფრიკელს 10-ბრძოლიანი მოგებათა სერია აქვს, ხოლო 2024 წელს ჯერ საშუალო წონის ჩემპიონის ქამარს დაეუეფლა, შემდეგ კი ტიტულო წარმატებით დაიცვა!

სხვა სტატიები