Belive

UFC 302 | რომან დოლიძის მეტოქე ცნობილია

1 თვის წინ სხვა
1 წთ

ქართველი მებრძოლი - რომან დოლიძე, 2 ივნისს, UFC 302-ზე იჩხუბებს. აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკელი სპორტული ჟურნალისტი, დეიმონ მარტინი ავრცელებს.

დეიმონ მარტინის მტკიცებით, UFC 302-ის ივენთზე, რომან დოლიძის მეტოქე ამერიკელი, ენტონი ერნანდესი იქნება, რომელიც დაუმარცხებელია და UFC-ის ეგიდით გამართულ ხუთივე ბრძოლაში გაიმარჯვა. ერნანდესის ბოლო მეტოქე რუსი, რომან კოპილოვი იყო, რომელიც მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.

რომან დოლიძეს პრესტიჟულ ორგანიზაციაში 9 ბრძოლა აქვს გამართული (6:3) და ზედიზედ 2 მარცხის შემდეგ, ხმაურიანი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. უკანასკნელ 2 ბრძოლაში, დოლიძე მარვინ ვეტორისთან და ნასურდიმ იმავოვთან დამარცხდა.

სხვა სტატიები