Belive

რომან დოლიძის მეტოქე ბრძოლას ჩაეხსნა

2 კვირის წინ სხვა
1 წთ

UFC 302-ზე რომან დოლიძის მეტოქე ენტონი ერნანდესი აღარ იქნება. Fluffy-მ თავად გაავრცელა ინფორმცია, რომ ბრძოლას ჩაეხსნა. ამის მიზეზი კი ტრავმა აღმოჩნდა.

პარასკევის ვარჯიშისას ტრავმა მივიღე. დღეს მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის პასუხი მოვიდა და ხელის ლიგატურები მაქვს გაწყვეტილი. ამის გამო 1 ივნისს ვეღარ ვიბრძოლებ. ბოდიშს ვუხდი UFC-ს და ჩემს მეტოქეს. იმედია მაქვს მალე დავბრუნდები და ზაფხულის ბოლო უკვე გალიაში ვიქნები. მადლობა ჩემს ყველა გულშემატკივარს, მეგობრებს და ოჯახს მხარდაჭერისთვის. თავგადასავალი გრძელდება. - წერს ენტონი ერნანდესი
Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Anthony "Fluffy" Hernandez (@ilovebamf)

შეგახსენებთ, რომ ენტონი ერნანდესს UFC-ში 5-ბრძოლიანი წაუგებელი სერია აქვს. მისი დამარცხების შემთხვევაში რომანი სერიოზულ განაცხადა გააკეთებდა.

დოლიძემ ბოლო ჩხუბი ნასურდინ იმავოვის წინააღმდეგ გამართა, სადაც დამარცხდა. ეს ქართველისთვის UFC-ში მესამე მარცხი იყო.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ რომანი საშუალო წონის რეიტინგში მე-9 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები