Belive

UFC 298-მდე სულ რაღაც 5 დღე რჩება

9 თვის წინ სხვა
1 წთ

ქართული სპორტის ისტორიის დაწერამდე სულ რაღაც 5 დღე რჩება. ილია თოფურია პირველი ქართველია, რომელიც UFC ტიტულისთვის იბრძვის. შესაბამისად, გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს UFC-ში პირველი ჩემპიონი ეყოლება.

ტრადიციულად, ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებების დროს UFC Embedded მებრძოლების შიდა სამზარეულოს გვაცნობს.

შეკრების ბოლოში გავედით. რთული სამუშაო უკან მოვიტოვეთ. ახლა წონის კლებაზე და ტექნიკურ მხარეზე მეტად ვართ კონცენტრირებული. ვგრძნობ, რომ საუკეთესო ფორმაში ვარ - ძლიერი, სწრაფი. მზად ვარ გამარჯვებისთვის. ვოლკანოვსკი ქვემსუბუქ წონაში დაუმარცხებელია. საერთო რეიტინგში პირველი ნომერიც იყო. მეც დაუმარცხებელი ვარ. ჩემი არსენალი საკმაოდ მდიდარია. ის ძლიერი და სწრაფია, მაგრამ მე საკუთარ თავს ვენდობი. თავდაუზოგავად ვშრომობ და დარწმუნებული ვარ, რომ ბრძოლას მოვიგებ. - განაცხადა ილია თოფურიამ

როგორც მოგეხსენებათ, იმავე საღამოს მერაბ დვალიშვილიც იბრძოლებს. მისი მეტოქე 2 წონის ყოფილი ჩემპიონი ჰენრი სეხუდო იქნება. დიდია ალბათობა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მერაბმა საჩემპიონო ბრძოლა მიიღოს.

თავს კარგად ვგრძნობ. როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად მზად ვარ. ძლიერ სეხუდოსთან ბრძოლას დავთანხმდი. მისი მიზანი ტიტულის კიდევ ერთხელ მოგებაა. თუ გავიმარჯვებ 10-ბრძოლიანი წაუგებელი სერია მექნება და კითხვებიც აღარ იარსებებს. შემდეგი აუცილებლად სატიტულო ბრძოლა იქნება. ეს ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იქნება. - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა

სხვა სტატიები