"ყველაზე დომინანტი მებრძოლი სუპერმსუბუქი წონის დივიზიონში" - სონენი დვალიშვილზე
3 დღის წინ
სხვა
1 წთ
UFC 311-ზე მერაბ დვალიშვილმა საკუთარი ტიტული წარმატებით დაიცვა. "მანქანამ" 5-რაუნდიან ჩხუბში უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონის GOAT-ის სტატუსზე სერიოზული განაცხადი გააკეთა.
ლეგენდარული მებრძოლი და ახლა MMA-ს ექსპერტი ჩელ სონენი თვლის, რომ მერაბმა საკუთარი დივიზიონი ამოწურა.
მერაბმა პირველი რაუნდი ყველა ასპექტში წააგო. მეორე რაუნდიც იგივე სცენარით წავიდა მაგრამ, ის წინსვლას განაგრძობდა. პირველი ორი რაუნდი უმარმა მოიგო. მესამე რაუნდში ჩემპიონმა საკუთარი თავის ირწმუნა. მას აქვს გამძლეობა, რომელიც აუხსნელია. ამის გამომუშავება შეუძლებელია, ეს დნმ-ს საკითხია. ზოგიერთი ბიჭი განსაკუთრებული იბადება. ის სუპერმსუბუქი წონის დივიზიონში ყველაზე დომინანტი მებრძოლია. ამას მხოლოდ ტიტულის დაცვის გამო არ ვამბობ. საჩემპიონო ბრძოლამდე 10-ბრძოლიანი დაუმარცხებელი სერია ჰქონდა. გადახედეთ რაუნდის შეფასებებს, მან ყველას გადაუარა. ალბათ სიგიჟე იქნება თუ ვიტყვი, რომ მერაბისა და ილიას ბრძოლის ნახვა მსურს. მერაბს დივიზიონში რემატჩები აღარ დარჩა, აზრი არ აქვს. - განაცხადა ჩელ სონენმა
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ მერაბი პირველია, ვინც უმარ ნურმაგომედოვის დამარცხება შეძლო. გარდა ამისა, "მანქანა" პირველი მებრძოლი გახდა, რომელმაც UFC-ში "ახალგაზრდა არწივის" მიწაზე გადაყვანა შეძლო. საჩემპიონო ჩხუბში დვალიშვილმა რეკორდის დამყარებაც შეძლო. UFC-ის ისტორიაში მან ყველაზე მეტი - 92 გდება შეასრულა და ამით ლეგენდარულ ჯორჯ სენ-პიერს გადაუსწრო.