შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) გულშემატკივრებმა 2021 წელს არაერთი განსაკუთრებული ბრძოლა იხილეს. MMA Junkie-ს ვერსიით, გასული წლის საუკეთესო ბრძოლად ჯასტინ გეიჯისა და მაიკლ ჩენდლერის დაპირისპირება დასახელდა.
2021 წლის, 6 ნოემბერს, UFC 268-ის ივენთზე, გეიჯიმ და ჩენდლერმა ნამდვილი შოუ დადგეს. გამარჯვებულის გამოვლენა საკმაოდ რთული აღმოჩნდა - საბოლოოდ, მსაჯების გადაწყვეტილებით გამარჯვებულად ჯასტინ გეიჯი დასახელდა.