Belive

"კონორი ჩემზე ძლიერი არ არის" - მაიკლ ჩენდლერი

3 თვის წინ სხვა
1 წთ

კონორ მაკგრეგორისა და მაიკლ ჩენდლერის დაპირისპირება თითქოს ჩანიშნულია, მაგრამ ჩხუბი ამ მებრძოლებისთვის უჩვეულოდ მაღალ წონაში გაიმართება. წონების კლების ნაცვლად, კონორი და მაიკლი წონის მატების პროცესში არიან.

ახალი წლის საღამოს ირლანდიელმა მებრძოლმა განაცხადა, რომ 2024 წელს ის საქმეს დაუბრუნდება. MMA-ს გულშემატკივრები ჯერ კიდევ ელოდებიან ჩენდლერი-მაკგრეგორის ორთაბრძოლის გაოფიციალურებას.

ბევრი თვლის, რომ წონის ცვლილება მაიკლისთვის ცუდად დასრულდება, რადგან კონორი ზომით მასზე ბევრად დიდი იქნება.

მე არ მჯერა, რომ ზომა უპირატესობაა. ზუსტად იგივე მომზადებას გავდივარ, უბრალოდ უფრო მეტს ვჭამ, ვიდრე ადრე. ის ჩემზე ძლიერი არ არის. ასე რომ, მე არ მჭირდება არც წონის და არც ძალის მომატება ან უფრო მეტი ვარჯიში. ეს ბიჭი ჩემზე ძლიერი არ არის. მე მასზე მძიმე დარტყმა მაქვს და მის ზომაზე არ ვნერვიულობ. მანახეთ ერთი ვიდეო მაინც, სადაც მაკგრეგორი მაღალი წონებით ვარჯიშობს. ამას ვერ შეძლებთ! - განაცხადა ჩენდლერმა თავის YouTube არხზე საუბრისას

ბუნებრივია, რომ ჩენდლერის ამ სიტყვებს კონორი უყურადღებოდ არ დატოვებდა. ირლანდიელს პასუხის გაცემაზე თავი არ შეუწუხებია, ამერიკელს უბრალოდ დასცინა.

სხვა სტატიები