Belive

უეფას ვიცე-პრეზიდენტი: "კვარას ლეგენდარული მარადონას დაჩრდილვა შეუძლია"

2 წლის წინ სხვა
2 წთ
უეფას ვიცე-პრეზიდენტი, ვეტერანი პოლონელი ფეხბურთელი, მწვრთნელი და პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის 9 წლის პრეზიდენტი ზბინევ ბონიეკი სპორტულ ბლოგერ გია ჯანაშვილს საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიაზე ესაუბრა.

ტურინის "იუვენტუსისა" და "რომას" ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა, 21 წლის ქართველის შესახებ თქვა, რომ მას დიეგო მარადონას ლეგენდის დაჩრდილვა შეუძლია.

"შარშანდელთან შედარებით "ნაპოლი" გაცილებით გამართული გუნდია. ნეაპოლელებმა ბევრი ფეხბურთელი შეცვალეს, მაგრამ ამის მიუხედავად დამაჯერებლად გამოსვლას ახერხებენ.

კვარადონა გამორჩეული მოთამაშეა და მისი დამატებით "აძურებმა" ბინგო ითამაშეს. ბურთის ფლობის ფეხბურთი დასრულებულია. 10-ნომრიანი მაისური გუნდს უკვე ამოღებული აქვს. მე ამ შედარებებს განგებ ვაკეთებ, რათა ხაზი გავუსვა, მარადონას ლეგენდის სხვა ხელში გადასვლას.

მე მიყვარდა მაურიციო სარის ფეხბურთი, მაგრამ ეს "ნაპოლი" ბოლო წლებში ყველაზე კარგი გუნდია. ბოლო სეზონებში მათ რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი წააგეს, დღეს კი პირიქით, მოიგეს და დაამტკიცეს, რომ გაიზარდნენ. ამავე დროს, იტალიის სერია A ძალიან რთული ჩემპიონატია და დღეს ეს "ბოლონიამ" დაამტკიცა. მე არ ვიცნობდი კვარას, მაგრამ მოხარული ვარ, რომ ის "ნაპოლიშია". ის არის ფეხბურთელი, რომელიც სტადიონს აგიჟებს", - თქვა 66 წლის სპეციალისტმა.

საქართველოს ნაკრების ლიდერს მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ჯამში “ნაპოლის” მაისურით 14 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი და 6 საგოლე პასი გაკეთებული. რაც შეეხება უშუალოდ სერია A-ს, აქ კვარას მონაგარი 5 გოლი და 3 საგოლე პასია. ასევე, კვარას 4 პენალტი აქვს მოპოვებული, (2-2 სერია A-სა და უეფას ჩემპიონთა ლიგაზე), ზოგიერთი პრესტიჟული გამოცემა იტალიის ჩემპიონატში მოპოვებულ 2 თერთმეტმეტრიანს მისი საგოლე პასების სტატისტიკაში ითვალისწინებს.

სხვა სტატიები