UEFA: "კვარას და სხვების სენსაციური თამაშით სპალეტიმ ბრწყინვალე გუნდი შექმნა"
უეფას ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა პლეი-ოფის წინ, საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც "ნაპოლის" შესანიშნავი სათამაშო ფორმა განიხილა და მათ შორის, საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას როლს გაუსვა ხაზი.
"ლივერპულთან პირველივე ტურის მატჩში - 4:1 მოგებამ თავბრუდამხვევი ტემპი შეუქმნა ლუჩიანო სპალეტის "ნაპოლის", ისინი იშვიათად მარცხდებოდნენ და უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მოხვდნენ, სერია A-ში კი ამ მომენტისთვის ლიდერები არიან.
შემოდგომის სეზონზე ჩატარებული 21 შეხვედრიდან, მათ მხოლოდ 1 წააგეს. "ნაპოლი" საშინლად კარგი, თითქმის სრულყოფილი იყო საწყის ეტაპზე. მათ დაამარცხეს "ლივერპული", "რეინჯერსი" და "აიაქსი" და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო დასაწყისი ჰქონდათ.
ხვიჩა კვარაცხელია, ჯაკომო რასპადორი, ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა და პიოტრ ზიელინსკი სენსაციურად კარგები არიან, ხოლო მწვრთნელმა სპალეტიმ გუნდი ბრწყინვალე ერთეულად ჩამოაყალიბა, რომელიც დაცვაში მყარია, ხოლო თავისუფალი, სანახაობრივი და ეფექტური შეტევაში", - წერს უეფას ოფიციალური გვერდი.
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში იტალიური კლუბის მეტოქე ფრანკფურტის "აინტრახტი" იქნება, რომელთანაც პირველ შეხვედრას 22 თებერვალს, საპასუხო მატჩს კი 16 მარტს გამართავს.