"უდავოდ, ჩვენ არმან ცარუკიანს გავთიშავთ" - ხავი კლიმენტი
3 დღის წინ
სხვა
1 წთ
ილია თოფურიას მწვრთნელმა ხავი კლიმენტმა არმან ცარუკიანთან პოტენციურ ბრძოლაზე ისაუბრა. "მატადორის" გუნდის თავდაჯერება არც ამ შემთხვევაშიც შენარჩუნებულია. ხავი თვლის, რომ თოფურია სომეხს რამდენიმე ასპექტში ძალიან დაჩაგრავს
ჩვენ მასთან ბრძოლა გვინდა. ბევრი ფიქრობს, რომ ცარუკიანი პლანეტის საუკეთესო მებრძოლია, მაგრამ არცერთ ჩხუბში არ გაუკეთებია ის, რასაც ბრძოლამდე ამბობდა. ჩვენს დივიზიონში პირველი ნომერია და ეს უმიზეზოდ არ ხდება. ვფიქრობ, ილია მას ბევრ ასპექტში დაჩაგრავს, განსაკუთრებით მენტალურად. როდესაც ჩვენს მიწაზე გადაყვანას შეეცდება, მიხვდება რომ ძალაში ვერ დაგვჩაგრავს. არ მინდა დაგავიწყდეთ, რომ ეს MMA არის და არა ჭიდაობა. როცა ზემოდან ხარ დარტყმის გარდა, კიდეც ბევრის რამის გაკეთება გიწევს და ვფიქრობ, არმანი ამხელა დონეზე არ არის. უდავოდ, ჩვენ არმან ცარუკიანს გავთიშავთ. - ამბობს ხავი კლიმენტი
არმან ცარუკიანისა და ილია თოფურია ბრძოლა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ბრძოლებში შედის. თუმცა, საჩემპიონო ჩხუბიდან ერთი დღით ადრე ჩახსნის გამო, დანა არმანს სასტიკად სჯის და სატიტულო ბრძოლას არ აძლევს. ილია თოფურიას მომავალი მეტოქე ჯასტინ გეიჯი იქნება, რომელიც მსუბუქი წონის დროებითი ქამრის მფლობელია.