"უბრალოდ ვერ წარმომიდგენია ჩარლზმა ეს ბრძოლა როგორ უნდა მოიგოს" - რობერტ უიტეკერი
5 თვის წინ
სხვა
1 წთ
UFC-ს ყოფილმა ჩემპიონმა რობერტ უიტეკერმა ილიასა და ჩარლზის ბრძოლაზე ისაუბრა. ავსტრალიელი "მატადორს" ამ ჩხუბში ძალიან დიდ ფავორიტად მიიჩნევს და თვლის, რომ ოლივეირას გამარჯვება ძალიან გაუჭირდება.
ილია განსხვავებული ცხოველია. მგონია, რომ გულშემატკივრების უმრავლესობა ჩარლზის გამარჯვებას წინასწარმეტყველებს. ამ ყველაფერს იმის გათვალისწინებით ამბობენ, რომ არ იციან ილია 70 კილოგრამში როგორ იასპარეზებს. ვფიქრობ, ზომა ილიასთვის პრობლემას არ წარმოადგენს. მან ორი ქვემსუბუქი წონის ლეგენდა მიწასთან გაასწორა. ილიას უნარები საოცარია. უბრალოდ ვერ წარმომიდგენია ჩარლზმა ეს ბრძოლა როგორ უნდა მოიგოს. ილია ძალიან კარგია და მისი ასეთი ფავორიტობა სამართლიანია. - განაცხადა რობერტ უიტეკერმა
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია მომავალ ბრძოლა მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის გამართავს. "მატადორის" მეტოქე ჩარლზ ოლივეირა იქნება, რომელიც მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონია. ბრძოლა ლას ვეგასში გაიმართება და 29 ივნისს გამთენიისას დაიწყება.