U20 | ანრი ხოზრევანიძე და თორნიკე მიქელაძე მსოფლიო ჩემპიონატის 1/2-ფინალში გავიდნენ
2 თვის წინ
სხვა
1 წთ
2 სექტემბერს 20 წლამდელთა ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატმა აიღო სტარტი. ტურნირი ესპანეთში მიმდინარეობს და პირველ საშეჯიბრო დღეს ასპარეზობა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა დაიწყო.
ანრი ხოზრევანიძე (63 კგ) და თორნიკე მიქელაძე (77 კგ) მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის 1/2-ფინალში გავიდნენ. 1/4-ფინალში ხოზრევანიძემ სამხრეთ კორეელი ბიეონგი სეო დაამარცხა. მიქელაძემ ინდოელ ნიშან ფოგანტს სძლია (8:0).
ნახევარფინალები საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება. ხოზრევანიძე ნეიტრალური ათლეტის რანგში მოჭიდავე ერზუ ზაკრიევს დაუპირისპირდება, ხოლო მიქელაძე - ირანელ ალირეზა აბდევალის დაუპირისპირდება.