Belive

U 20 | ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავეებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

10 თვის წინ სხვა
1 წთ

ესპანეთის ქალაქ კომპოსტელაში, ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში 20-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა.

დღევანდელი დღე ქართველი მოჭიდავეებისთვის წარმატებული გამოდგა.

60-კილოგრამ წონით კატეგორიაში ანრი ხოზრევანიძემ ფინალში სომეხი სურენ აღაჯანიანი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

ოქროს მედალი მოიპოვა გორ აივაზიანმაც (97 კგ), რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში როსტისლავ კოვალის (მოლდოვა) მოუგო.

ნიკა ბროლაძე (67 კგ) ფინალში აზატ სარიიართან (თურქეთი) დამარცხდა და ვერცხლს დაეუფლა.

დათა ჩხაიძემ (82) ბრინჯაოსთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელ ისმაილ რზაიევს აჯობა.

ქართველმა მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე სულ 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს.

სხვა სტატიები