თუ პორიე კარიერას არ დაასრულებს, ვოლკანოვსკის მასთან ბრძოლა სურს
ნიუ ჯერსიში UFC 302 გაიმართა, სადაც ისლამ მახაჩევი კუთვნილ ქამარს მესამედ იცავდა. მისი მოწინააღმდეგე დასტინ პორიე იყო, რომელიც ტიტულზე კარიერაში მესამედ იბრძოდა. 5-რაუნდიანი დაპირისპირების ბედი ბოლო რაუნდში გადაწყდა. ისლამ მახაჩევმა პორიე "დარსით" დააფინიშა და მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა.
მარცხის შემდეგ დასტინმა განაცხადა, რომ შესაძლოა ეს ბრძოლა მისთვის ბოლო იყო. "ბრილიანტი" 35 წლისაა და ფაქტობრივად ცხოვრების ნახევარია იბრძვის. მიუხედავად ამ განცხადებისა, ალექს ვოლკანოვსკიმ საინტერესო განცხადება გაავრცელა. ყოფილი ჩემპიონის თქმით, თუ პორიე აზრს შეიცვლის და კარიერას არ დაასრულებს, მასთან ბრძოლას ჩაატარებს.
თუ გავითვალისწინებთ იმას როგორ ვვარჯიშობ და რას ვაკეთებ, შესაძლოა წლის ბოლოს ვიბრძოლო. დიდხანს ლოდინი არ მინდა. იქნებ მე და დასტინს კარგ ბრძოლა გვქონდეს. ვიცი, რომ მას მხოლოდ კარგი და სანახაობრივი ჩხუბი სურს. ჩვენ ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ და ვფიქრობ, რომ დიდი ბრძოლა იქნება. ქვემსუბუქი წონის ტიტულისთვის ბრძოლამდე დასტინთან ჩხუბი კარგი იქნებოდა. იქნებ რამე გამოგვივიდეს. დასტინ შე ლეგენდა ხარ, თავი აწიე. საოცარი შესრულება გქონდა. იქნებ ცოტა გავერთოთ და ცოტა წავიცეკვოთ. გამაგებინე რას ფიქრობ. - განაცხადა ალექს ვოლკანოვსკიმ
Alexander Volkanovski calls out Dustin Poirier 👀
— Championship Rounds (@ChampRDS) June 2, 2024
"Maybe depending on what I'm doing, obviously I want to fight later in the year... if the timing works maybe me and Dustin can have a good fight.
I know he just wants good fun fights... I think that would be a massive fight so… pic.twitter.com/l7G5LzKga0
შეგახსენებთ, რომ ალექსმა უკანასკნელი ბრძოლა 18 თებერვალს გამართა. იმ დროისთვის ავსტრალიელი ჩემპიონი ილია თოფურიას წინააღმდეგ დამარცხდა და ქვემსუბუქი წონის ქამარი დაკარგა.