"თუ ჩხუბი აღარ გინდა პენსიაზე გადი" - ვოლკანოვსკი ჯონ ჯონსზე
5 თვის წინ
სხვა
1 წთ
Overdogs Podcast-ში საუბრისას ალექს ვოლკანოვსკის ჯონ ჯონსის შესახებ ჰკითხეს. უკვე დიდი ხანია "ძვლები" დროებით ჩემპიონ - ტომ ასპინალთან ჩხუბს თავს არიდებს. "ვოლკი" თვლის, რომ ჩემპიონი და განსაკუთრებით ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი ასე არ უნდა იქცეოდეს.
თუ ჩემპიონი ხარ, ქამარი უნდა დაიცვა. ეს ვალდებულებაა. განზე გადგომა არ შეიძლება. შენს აქტიურობას მიზეზი უნდა ჰქონდეს და ნებისმიერ უნდა ებრძოლო. თუ წონაში დროებითი ჩემპიონი გყავს, ბევრი ფიქრი არაა საჭირო. ვიცი შენი რეზიუმე გასაოცარია. გავიგეთ, რომ ყველა დროის საუკეთესო ხარ. თუ ბრძოლა არ გინდა პენსიაზე გადი. თუ მხოლოდ დიდი ჩხუბები გინდა, მაშინ ქამარი უნდა დათმო. - განაცხადა ვოლკანოვსკიმ
შეგახსენებთ, რომ თითქმის ერთი წელია ტომ ასპინალი ჯონ ჯონსს იწვევს. GOAT ჩუმად არის და კონკრეტულს არაფერს ამბობს. თუმცა, დანა უაითმა გვითხრა, რომ ჯონი 2025 წელს აუცილებლად იჩხუბებს.