Belive

"თუ ოჯახის წევრისთვის საკუთარი გულის მიცემა მომიწევს, წამითაც არ დავფიქრდები" - ალექსანდრე თოფურია

2 კვირის წინ სხვა
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, ალექსანდრე თოფურია ილიას მთავარი სპარინგ პარტნიორია. ილიამ ისიც კი თქვა, რომ ფაქტობრივად ალექსი მისი მთავარი მწვრთნელია. "მატადორის" ჩხუბების დროს უფროსი ძმის მითითებები კუთხიდან საკმაოდ აქტიურად გვესმის. ძალიან თვალსაჩინოა, რომ ილიას წარმატებაში ალექსანდრე დიდ შრომას დებს.

კევინ იოლთან ინტერვიუში ალექსმა საინტერესო ისტორია გაიხსენა. მან საკუთარ ბრძოლაზე უარი თქვა, რადგან ილიას ვოლკანოვსკისთან ჩხუბისთვის მზადებაში დახმარებოდა. კევინის კითხვაზე თუ რატომ მიიღო ალექსანდრემ ეს გადაწყვეტილება, პასუხი ასეთი იყო:

ძმური სიყვარული, ოჯახი. ეს ჩემთვის უბრალოდ სპორტია. მე ყველაფერს ჩემი ოჯახისთვის ვაკეთებ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩემს სასიკეთოდაც მოქმედებს. თუ კარგ ფორმაში არ ვიქნები და არ ვივარჯიშებ, ვერავის ვერაფერს მივცემ. თუ ოჯახის გამო საკუთარი საქმეების გვერდზე გადადება მომიწევს, ეს პრობლემა არ იქნება. არც კი ვიყოყმანებ. თუ ოჯახის წევრისთვის საკუთარი გულის მიცემა მომიწევს, წამითაც არ დავფიქრდები. - განაცხადა ალექსანდრე თოფურიამ

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრეს დებიუტი UFC-ში 9 თებერვალს შედგება. მისი მოწინააღმდეგე ავსტრალიელი კოლბი სიქნესი იქნება. ვინაიდან ჩხუბი სიდნეიში არის ჩანიშნული, ჩვენი დროით 05:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები