Belive

"თუ მერაბი თავის არიდებას აპირებს, არ დაველოდები" - უმარ ნურმაგომედოვი

2 თვის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილის მომავალ მეტოქეზე კითხვები არ წყდება. მას შემდეგ, რაც უმარ ნურმაგომედოვმა აბუ დაბიში სენდჰეგენი დაამარცხა და დანა უაითმა ქამრის შემდეგ ჩელენჯერად ის დაასახელა, თითქოს ყველაფერი ცხადი იყო. მიუხედავად ამისა, მერაბი თვლიდა და ახლაც თვლის, რომ დაღესტნელი მებრძოლი საჩემპიონო შანსს არ იმსახურებს. "მანქანა" ამბობდა, რომ მისი მოწინააღმდეგე ყველანაირი ლოგიკის გათვალისწინებით დეივსონ ფიგერედო უნდა ყოფილიყო. თუმცა ბრაზილიელს ბრძოლა პიოტრ იანთან ჩაენიშნა.

ასეთი არეული სიტუაციის შემდეგ, ნურმაგომედოვმა სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა.

თუ მერაბი ჩემთან შეხვედრაზე თავის არიდებას აპირებს, მას არ დავუცდი. რამადანამდე ნებისმიერთან ვიბრძოლებ, ვისაც UFC შემირჩევს. - წერს უმარ ნურმაგომედოვი

შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილმა UFC-ს სუპერმსუბუქ დივიზიონში ზედიზედ 11 ბრძოლა მოიგო და საჩემპიონო ბრძოლაში შონ ო'მალი დაამარცხა.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ უმარ ნურმაგომედოვი პროფესიონალური კარიერის განმავლობაში არავის დაუმარცხებია. დაღესტნელი მებრძოლის ანგარიშზე 18 გამარჯვება და 0 წაგებაა.

სხვა სტატიები