Belive

"თუ ხაბიბი გადაწყვეტს წინ გადამიდგეს, მასაც სიამოვნებით გადავუვლი" - ილია თოფურია

2 დღის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიას ძალიან უნდა ისლამ მახაჩევი ხაბიბის წინ დააფინიშოს. "მატადორი" არც იმაზე იტყვის უარს თავად ხაბიბიც თუ ჩაერთვება ბრძოლაში.

ეს ბრძოლა ყოველთვის მინდოდა. ვნახოთ 70 კილოგრამში ტიტულის დაცვის შემდეგ რა მოხდება. ყველამ იცის, ესაა ბრძოლა, რომლის ნახვაც ნებისმიერს სურს და რაღაც მიზეზით ისლამი არ თანხმდება. ამის ფონზე ბევრს ლაპარაკობს. ჩემი კრიტიკა და განსჯა ათასობით კილომეტრის დაშორებით ძალიან ადვილია. როდესაც ოქტაგონში ჩემთან ერთად შემოხვალ, მიხვდები რომ ჯეკ დელა მადალენა არ ვარ. არც დენ ჰუკერი და არც ის ყველა საჩუქარი, რომელთაც აქამდე შეხვედრიხარ. მე განსხვავებული ვარ და როდესაც ჩემს მარჯვენა ხელს გაგიტარებ, ძალიან ღრმა ძილში გაგიშვებ. ვნახოთ მისი ჭიდაობა ჩემზე თუ იმუშავებს. ფანებს უნდათ ნახონ, რომ 3-4 სუფთა დარტყმა გავუტარო და შემდეგ ხაბიბის წინ კუთხეში დავასრულო. ისინი ძალიან ქედმაღლები და ამპარტავნები არიან. მართლა ძალიან მინდა ხაბიბის წინ დავასაბმითო. თუ ხაბიბი გადაწყვეტს წინ გადამიდგეს, მასაც სიამოვნებით გადავუვლიდი. - განაცხადა ილია თოფურიამ

ილიასა და ისლამის ბრძოლის მიმართ ძალიან დიდი ინტერესია, მაგრამ ეს ჩხუბი ვერა და ვერ ჩაინიშნა. ამ დაპირისპირების სისრულეში მოყვანასთან ყველაზე ახლოს თეთრი სახლის ღონისძიებაზე ვიყავით, მაგრამ ესეც არ გამოვიდა. ორივე მებრძოლი ამ ჩხუბის ჩაშლას ერთმანეთს აბრალებს.

სხვა სტატიები