Belive

"ძლიერად ვერ ურტყამს, მაგრამ ორლესილი მახვილივითაა" - ალექსანდრე გეიჯიზე

1 დღის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურია საკუთარი მზადების პროცესს YouTube-ის საშუალებით აქტიურად აქვეყნებს. Road to White House - ასე ქვია ამ სერიებს. ბოლო ეპიზოდში არის მომენტი, სადაც ალექსანდრე ჯასტინ გეიჯის დეტალურად განიხილავს და ილიას მის სუსტ მხარეებს უხსნის.

გეიჯი თავის დარტყმებს ზუსტად მაშინ ისვრის, როდესაც მის წინ დგახარ. ძლიერად ვერ ურტყამს, მაგრამ ორლესილი მახვილივითაა. სწორედ ამიტომ გასროლებისას ძალიან ყურადღებით უნდა იყო. დარტყმებისას ძალიან დაუცველია, რადგან არ იცის სწორად როგორ დაარტყას. დაფიქრდი და თავი დაიცავი. - ამბობს ალექსანდრე თოფურია

შეგახსენებთ, რომ ილიას და გეიჯის ბრძოლა თეთრი სახლის მთავარი ჩხუბია. ეს დაპირისპირება 15 ივნისს არის ჩანიშნული. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ბრძოლა მსუბუქი წონის ქამრისთვის იქნება.

სხვა სტატიები