Belive

"თუ ილია მოინდომებს, ამ წონის ჩემპიონი დიდხანს იქნება" - ალჯამაინ სტერლინგი

2 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის ქვემსუბუქ წონას ახალი ლიდერი ჰყავს. ილია თოფურიამ ალექს ვოლკანოვსკის ბატონობის პერიოდი დაასრულა. "მატადორმა" UFC 298-ზე ავსტრალიელი ჩემპიონი მეორე რაუნდში დაანოკაუტა და ქამრის პირველი ქართველი მფლობელი გახდა. ილიამ კარიერაში მე-15 გამარჯვება მოიპოვა და დაუმარცხებელ სერიას აგრძელებს. თოფურიას შესახებ სუპერმსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა ალჯამაინ სტერლინგმა ისაუბრა.

თუ ილია მოინდომებს, ამ წონის ჩემპიონი დიდხანს იქნება. ძალიან რთულია მის საბრძოლო სტილს გაუმკლავდე. ფეხების მკლავებში დარტყმით "ვოლკი" ცდილობდა, რომ ილიას ხელები დაეღალა. ჩვენ გვყავს იაირ როდრიგესი, რომელიც კარგი ფეხის დამრტყმელია. ვფიქრობ, ამ დაპირისპირებას უნდა ველოდოთ.

ამ დივიზიონში ბევრი კარგი ბიჭია. ბრაიან ორტეგა, რომელსაც საოცარი ყბა აქვს. იცით რასაც ვგულისხმობ. მოვსარ ევლოევი, რომელსაც არც ისე ხშირად ხვდება. რას გააკეთებს ილია თუ მოვსარი მის ფეხებს მიწვდება? მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ილიას ჭიდაობა ეხერხება. დარწმუნებული არც იმაში ვარ ევლოევი შეძლებს თუ არა ილია ძირს გადაყვანას. არნოლდ ალენთან ამისთვის დიდი ძალისხმევა დასჭირდა. ილია ყველასთვის რთული მეტოქეა და ვთვლი, რომ ჩემპიონი დიდი ხნის განმავლობაში იქნება. - განაცხადა ალჯამაინმა

შეგახსენებთ, რომ ბოლოს ალჯო ოქტაგონზე შონ ო'მალის წინააღმდეგ ვნახეთ. მას შემდეგ 6 თვე გავიდა და თითქოს დრო არის, რომ იამაიკელი რვაკუთხედში კვლავ ვიხილოთ. დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, სტერლინგი UFC 300-ზე იბრძოლებს.

სხვა სტატიები