"თუ ილია მოიგებს და მე გამომიწვევს, UFC ამ ჩხუბს აუცილებლად ჩანიშნავს" - პადი პიმბლეტი
5 თვის წინ
სხვა
1 წთ
ტომ ასპინალის YouTube არხზე საუბრისას პადი პიმბლეტი ილიასთან შესაძლო ჩხუბს შეეხო. ინგლისელი თვლის, რომ მათი დაპირისპირება სწორედ ისაა, რომლის ხილვაც გულშემატკივარს სურს.
თუ ილია მოიგებს და მე გამომიწვევს, UFC ამ ჩხუბს ჩანიშნავს, რადგან დიდი ფულის მომტანია. ეს ისევე მოივლის მთელს მსოფლიოს, როგორც მაკგრეგორისა და ალდოს ჩხუბი.
ვიცი, რომ დავამარცხებ. მწვრთნელებთან უკვე ვისაუბრე შესაძლო საბრძოლო გეგმაზე და ვიცი, რომ მოვუგებ. როცა ილიას წინააღმდეგ გამოდიან, მის სისუსტეებზე აქცენტს არავინ აკეთებს. ყველა უბრალოდ კრივის ბრძოლას უმართავს. მე ამას არ გავაკეთებ და ვაპირებ ჩემი მრავალმხრივი MMA-ს უნარები ვაჩვენო. - განაცხადა პადიმ
შეგახსენებთ, რომ პიმბლეტმა ბოლო ბრძოლაში მაიკლ ჩენდლერი დაამარცხა. ამ გამარჯვებით ინგლისელმა მსუბუქ დივიზიონში მერვე ადგილი მიიღო.
რაც შეეხება ილიას, ის 29 ივნისს ჩარლზ ოლივეირას საჩემპიონო ქამრისთვის შეერკინება.