"გულის სიღრმეში იცი რაც მოხდება, როცა ჩემთან ოქტაგონზე შემოხვალ" - ცარუკიანი თოფურიას
5 თვის წინ
სხვა
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ, არმან ცარუკიანი ილია თოფურიას და ჩარლზ ოლივეირას ბრძოლის დამზღვევი იყო. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე სპორტსმენი ბრძოლას ჩაეხსნებოდა, მას სომეხი შეცვლიდა. გამარჯვების შემდეგ, "მატადორმა" განაცხადა, რომ არმანი ლოცულობდა ჩარლზს არაფერი მოსვლოდა.
ამ სიტყვებს ცარუკიანმაც უპასუხა და თქვა, რომ ილიას გულის სიღრმეში მასთან ბრძოლის ეშინია.
ნამდვილი ჩემპიონობის კანდიდატისგან გაქცევა ერთს რამეს ნიშნავს - გეშინია! გულის სიღრმეში ზუსტად იცი რა მოხდება თუ ოქტაგონზე ჩემთან შემოხვალ. - წერს არმანი საკუთარ X-ს გვერდზე
Running from the real contender only proves one thing - you’re scared. Deep down, you know exactly what happens if you ever step in there with me @Topuriailia https://t.co/nud1L5FVdm
— Arman Tsarukyan UFC (@ArmanUfc) July 1, 2025
ილია თოფურია პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელიც UFC-ს ორი წონის ჩემპიონია. რამდენიმე საათის წინ განახლდა მებრძოლა საერთო რეიტინგიც, სადაც ილია პირველ ადგილს იკავებს.