"თუ გავიგებ, რომ ილიამ ჩემთან რევანში მოითხოვა, ძალიან გაოცებული ვიქნები" - გეიჯი
12 საათის წინ
სხვა
1 წთ
ჯასტინ გეიჯი ამბობს, რომ ილიას შემდეგი ბრძოლა მასთან არ ექნება. ამერიკელი თვლის, რომ რევანშის მიღებამდე თოფურიამ ერთხელ უნდა იჩხუბოს. გეიჯის თქმით, ტიტულზე ბრძოლა არმანი უფრო იმსახურებს.
შეიძლება მისი მწვრთნელები ითხოვენ ამას, მაგრამ ილია თავისი პირით არაფერს ამბობს. დეკემბერში ჩვენი რევანში არ შედგება! ის მე არ შემებრძოლება. რატომ უნდა შემხვდეს? ცარუკიანი მასზე მეტად იმსახურებს. ის იღბლიანი დარტყმით არ გამითიშავს. შეიძლება ერთი ჩხუბი გამართოს და შემდეგ შეიძლება. თუ გავიგებ, რომ ილიამ ჩემთან რევანში მოითხოვა, ძალიან გაოცებული ვიქნები. - განაცხადა ჯასტინ გეიჯიმ
❌🏆 Justin Gaethje refuses to give Ilia Topuria a rematch next.
— Home of Fight (@Home_of_Fight) July 23, 2026
Says Arman Tsarukyan deserves it more.
via: @RMCSportCombat pic.twitter.com/cO8G9Wcs1s
შეგახსენებთ, რომ თეთრი სახლის ისტორიულ ღონისძიებაზე ილია თოფურიამ და გეიჯიმ მთავარი ჩხუბი გამართეს. მსუბუქი წონის ქამრისთვის ბრძოლაში გეიჯიმ ილია დაამარცხა და ჩემპიონი თავად გახდა. აღსანიშნავია, რომ "მატადორის" კარიერაში ეს პირველი წაგება იყო.