Belive

"ისლამის კუთხეში რომ ვიყო, 70 კილოში დაბრუნებაზე დავფიქრდებოდი" - ჯო როგანი

5 საათის წინ სხვა
1 წთ

ჯო როგანი ისლამ მახაჩევს 70 კილოგრამში დაბრუნებას ურჩევს. როგანი თვლის, რომ ქვესაშუალო წონაში მახაჩევის პერფორმანსი არც ისე დამაჯერებელია და მის გამოსვლას 70 კილოგრამში პორიესთან და ოლივეირასთან გამართულ ჩხუბებს ადარებს.

შეხედეთ რა გააკეთა დასტინ პორიესთან და რა ქნა ჩარლზ ოლივეირასთან. ორივე უბრალოდ დალეწა და მათ ზემოთ მოექცა. ეს არის განსხვავება 70 კილოგრამსა და 77 კილოგრამს შორის. მესმის რის მიღწევასაც ცდილობს, მაგრამ მე რომ მის კუთხეში ვიყო, 70 კილოგრამში დაბრუნებას ვურჩევდი. - ამბობს ჯო როგანი

შეგახსენებთ, რომ მსუბუქ წონაში ქამრის მოგების და მისი დაცვების შემდეგ, ისლამ მახაცევმა ქვესაშუალო წონაში გადაინაცვლა. დაღესტნელი იქაც ჩემპიონი გახდა და გასულ კვირას გარისთან მისი დაცვაც მოასწრო.

სხვა სტატიები