Belive

"თუ ფეხზე დარჩებიან, ვფიქრობ ილია დაანოკაუტებს" - ჩარლზ ოლივეირა

2 დღის წინ სხვა
1 წთ

ჩარლზ ოლივეირამ ილიასა და ისლამს შორის გამარჯვებული დაასახელა. ყოფილი ჩემპიონი თვლის, რომ "მატადორი" მახაჩევს გათიშავს. მისი თქმით, მახაჩევს ერთადერთი იარაღი აქვს მოსაგებად და ისიც ილიას შეუძლია თავის სასიკეთოდ გამოიყენოს.

მახაჩევს მხოლოდ ერთი იარაღი აქვს - კლინჩში შემოვა და მიწაზე გადაგიყვანს. თოფურია კი მებრძოლია, ბევრი ძლიერი მხარით. არა იმიტომ, რომ გამთიშა. ეს იყო ყველაზე ძლიერი დარტყმა, რომელიც გამომიცდია. მისი კლინჩი და მიწაზე მუშაობის უნარები არასდროს მინახავს. თუ ფეხზე დარჩებიან, ვფიქრობ ილია დაანოკაუტებს. თუ ისლამი გააჩერებს, ის დააფინიშებს. ვფიქრობ ძალიან ახლო ბრძოლაა. მაგრამ, ისლამს ილიას დასაკავებლად დისტანციის ჩახურვა დასჭირდება, რაც მასთან ბრძოლისას ძალიან სახიფათოა. - განაცხადა ჩარლზ ოლივეირამ

შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევი ახლა ქვესაშუალო წონის ჩემპიონია. ილიამ კი საკუთარი ქამარი ვაკანტური გახადა და მსუბუქი წონის დროებითი ტიტულისთვის პადი პიმბლეტი და ჯასტინ გეიჯი იბრძოლებენ.

სხვა სტატიები