Belive

"თუ ჩორიზოსთან ბრძოლა ჩამენიშნება, ამ კომპონენტზე უნდა ვიმუშაო" - პადი პიმბლეტი

2 თვის წინ სხვა
1 წთ

პადი პიმბლეტმა ილიასთან პოტენციური ბრძოლის შემთხვევაში, მის პლიუსებსა და მინუსებზე ისაუბრა. ინგლისელი თვლის, რომ სტრაიკინგში გარკვეული კომპონენტები გასაუმჯობესებელი აქვს. რაც შეეხება გრეპლინგს, პადი აქ თავს როგორც თევზი წყალში ისე გრძნობს.

თუ 'ელ ჩორიზოსთან' ბრძოლა მივიღებ, სტრაიკინგში დროის შეგრძნება უნდა გავაუმჯობესო. ჩემი დროის უმეტეს ნაწილს ამაზე მუშაობას ვუთმობ. ჩემი გრეპლინგი ყოველთვის ფენომენალურია. როცა ხალხი მიწაზე გადამყავს ისინი ვერ დგებიან, როგორც ხამზარი და დუ პლესი. - ამბობს პადი პიმლეტი

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას პოტენციურ მეტოქეთა შორის პიმბლეტი ერთ-ერთია. ინგლისელი რეიტინგში მე-7 პოზიციას იკავებს და მიუხედავად ამისა, საჩემპიონი ჩხუბის მთავარი კანდიდატია. ბოლოს პადი ოქტაგონზე მაიკლ ჩენდლერის წინააღმდეგ ვნახეთ. ინგლისელი ბრძოლამდე საკმაოდ თავდაჯერებული იყო და ეს გამოსვლაშიც მშვენივრად აჩვენა. პადიმ მოწინააღმდეგე მარტივად დაამარცხა და UFC-ში დაუმარცხებელ სერიას განაგრძნობს.

სხვა სტატიები