"თოფურია უკვე შემდეგი ბრძოლისთვის ამზადებს ნიადაგს" - მაიკლ ბისპინგი
10 საათის წინ
სხვა
1 წთ
მაიკლ ბისპინგმა ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევს შორის ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მისი თქმით, "მატადორი" ძალიან კარგს აკეთებს, რომ უკვე შემდეგ ბრძოლაზე ფიქრობს. მისი აზრით, ეს მომგებიანი იქნება, რადგან დიდი ალბათობით გეიჯის მოუგებს და შემდეგ ისლამთან ჩხუბიც კარგად გაიყიდება.
თოფურია ახალ დონეზე ადის და სურს ისლამ მახაჩევი მტვრად აქციოს. ეს უცნაურია, რადგან წინ ჯასტინ გეიჯისთან ჩხუბი ელის. თოფურია კი უკვე ახალი ბრძოლისთვის ამზადებს ნიადაგს. რაც მგონია რომ სწორია, რადგან თავში შემდეგი ოპონენტიც უნდა გყავდეს. ვინ მოიგებს ჯასტინს და თოფურიას შორის? თოფურია. ვინ მოიგებს ისლამს და თოფურიას შორის? აი, ეს უკვე სხვა საქმეა. წონითი კატეგორიები უმიზეზოდ არ არსებობს. - განაცხადა მაიკლ ბისპინგმა
გავრცელდა ინფორმაცია, რომ UFC თეთრ სახლში ილიასა და ისალმის ჩხუბს გეგმავდა, თუმცა, დაღესტნელმა ტრავმის გამო ბრძოლაზე უარი თქვა. ახლა თოფურია ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება და მათ შორის მსუბუქი წონის ქამრის მფლობელიც გაირკვევა.