Belive

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ხორვატიასთან ფრედ ითამაშა

1 დღის წინ სხვა
1 წთ

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩში ხორვატიასთან ფრედ 2:2 ითამაშა.

პირველი გოლი ჩვენმა ნაკრებმა მე-6 წუთზე გაიტანა, ოღონდ ავტოგოლით, კუთხურის შემდეგ ხორვატმა სეკულიჩმა ბურთი თავის კარში ჩაჭრა და ანგარიშიც ასე გაიხსნა, მე-16 წუთზე ხორვატიის ნაკრებმა კუსტურას გოლის წყალობით სხვაობა აღადგინა, 23-ე წუთზე კი ჰიუგომ თავისი გუნდი დააწინაურა. საბოლოო ანგარიში ვახტანგ კეკელიამ დააფიქსირა და საქართველოს ნაკრებს 1 ქულა მოუტანა.

აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ ჩვენი ნაკრების მეკარის, ალი ასლანის ასპარეზობა და გმირობა, ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ალიმ საოცარი შეხვედრა ჩაატარა და ორივე გუნდიდან ნამდვილად გამორჩეული მოთამაშე გახლდათ, მან ბურთი 33-ჯერ მოიგერია.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე - ალი ასლანი

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ნაკრები A ჯგუფში ასპარეზობს და 1 ქულა აქვს. ჩვენმა ნაკრებმა პირველი მატჩი ლატვიასთან 0:4 დათმო, დღეს ხორვატიასთან ფრედ ითამაშა, გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი მატჩი კი 28 იანვარს საფრანგეთის წინააღმდეგ იქნება, აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 19:30 საათზე გაიმართება.