EJU-ს პრეზიდენტი: "2014 წლის მონპელიესთან ერთად, თბილისის ევროპა საუკეთესო იყო"
2 დღის წინ
სხვა
1 წთ
2026 წლის თბილისში გამართული ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი ოფიციალურად დასრულებულია. ლაშა გუჯეჯიანის თავკაცობით, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მორიგი ისტორიული ევროპის ჩემპიონატი გამართა - კერძოდ, ქართველებმა 4 ოქროს მედალი მოიპოვეს, ჯამში კი 7 მედალი დაგვიგროვდა.
თბილისში გამართული ევროპის ჩემპიონატით მოხიბლულია ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტი - ლასლო ტოტი, რომელმაც თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქებარი სიტყვები არ დაიშურა და აღნიშნა, რომ 2014 წელს მონპელიეში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატთან ერთად, 2026 წლის თბილისში გამართული კონტინენტის პირველობა საუკეთესო იყო.
"პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ქართველ მასპინძლებს. როდესაც აქ ძიუდოს უფროსთა ევროპის ჩემპიონატისთვის ჩამოვედით, ძალიან სწრაფად გაირკვა, რომ ეს კვირა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ტატამზე ელიტური შეჯიბრი.
რა თქმა უნდა, ტურნირი ჩვენი მთავარი აქცენტი იყო და ძიუდოს დონე მსოფლიო დონის იყო, მაგრამ თუ სხვადასხვა დარბაზს დააკვირდებით, იქ რამდენიმე აქტივობა იმართებოდა, რაც ნამდვილად წარმოადგენს EJU-ს სულს. განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ ბავშვთა ბანაკის წარმატებით. შესანიშნავია, რომ ჩვენი რამდენიმე ჩემპიონი დაესწრო ღონისძიებას, მათ შორის - ვარლამ ლიპარტელიანი, რათა მომავალი თაობა შთაეგონებინათ.
მესამე დღეს, ჩვენ ასევე ვიხილეთ ადაპტირებული ძიუდოს ფანტასტიკური დემონსტრაცია. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომენტი იყო, რადგან მან საშუალება მოგვცა წარმოგვეჩინა ევროპაში მუდმივად ხელშეწყობადი ძიუდოს უფრო ფართო აქტივობების რამდენიმე ელემენტი. საქმე ეხება ინკლუზიურობას და ჩვენი სპორტის ღირებულებების ყველასთვის მიღწევას. გარდა ამისა, ჩვენს EJU-ს წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ეწვიათ კავკასიის ფრანგული სკოლას, რაც კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს კავშირებს ადგილობრივ საზოგადოებასთან. კონტინენტური ჩემპიონატების გარდა, მართლაც ბევრი აქტივობა მიმდინარეობდა.
თუმცა, როგორც ყოველთვის ვამბობთ, მუშაობა არასდროს წყდება. როგორც ყოველთვის, ჩვენ ყველა ღონისძიებიდან ვსწავლობთ. ახლა, სახლში ვბრუნდებით, ყველაფერს ვაანალიზებთ და ვცდილობთ, შემდეგ ჯერზე უკეთესად წარმოვაჩინოთ თავი.
თბილისს ძალიან ბედნიერები ვტოვებთ, თუმცა კარგია, რომ დიდი ხანი არ ვემშვიდობებით. უკვე მოუთმენლად ველით მომავალ წელს ამ შესანიშნავ ძიუდოს ქალაქში ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატისთვის დაბრუნებას.
მადლობა თბილისს, მადლობა საქართველოს..." - ლასლო ტოტი
შეგახსენებთ, რომ 2027 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა უკვე ცნობილია. მომავალ წელს, კონტინენტის პირველობას ნიდერლანდები, კერძოდ კი აპელდორნი უმასპინძლებს.