ცუტაეზორი - ნაცუ ბაშოზე უიშვიათესი საბრძოლო ტექნიკა გამოიყენეს
6 თვის წინ
სხვა
1 წთ
ნაცუ ბაშოს მე-11 დღეს ერთმანეთს ტაკაიასუ და ურა დაუპირისპირდნენ. ორივე რიკიშის უარყოფითი ბალანსი აქვთ - (ტაკაიასუ 2/9), ხოლო ურა (3/8). ეს დაპირისპირება იმით იყო გამორჩეული, რომ ურამ გასამარჯვებლად უიშვიათეს ტექნიკას მიმართა, რომელსაც ცუტაეზორი ეწოდება.
ეს ტექნიკა კონტრშეტევად მიიჩნევა - შემტევი იყენებს მისკენ მიმართულ ინერციას, მოწინააღმდეგის ხელსა და ტორსს შორის პოულობს ნაპრალს და თავადაც ტანის უკან გადახრით ასრულებს 'გდებას'.