Belive

წლის ბოლოს UFC-ში საინტერესო ბრძოლები გველის

1 წლის წინ სხვა
1 წთ

პადი პიმბლეტმა განაცხადა, რომ წლის ბოლოს კიდევ ერთი ბრძოლის ჩატარებას აპირებს. მისი შეხვედრა 10 დეკემბერს არის ჩანიშნული.

"ვგეგმავ, რომ 10 დეკემბერს UFC 282-ზე ვიბრძოლო. ახლა მხოლოდ მეტოქის პრობლემაა მოსაგვარებელი. ამჟამად არავინაა ისეთი ვისაც ჩემს წინააღმდეგ ბრძოლა სურს. ბევრი ამბობდა, რომ ჩემთან ოქტაგონზე გაარკვევდა საქმეს, თუმცა, რეალურად არავინ მოქმედებს. კონტრაქტი მზადაა მოაწერეთ ხელი თუ ასეთი თავდაჯერებულები ხართ."

მიუხედავად იმისა, რომ ლივერპულელს UFC-ში მხოლოდ სამი ბრძოლა აქვს ჩატარებული, მან მალევე დაიმსახურა გულშემატკივრის სიმპათიები. აღსანიშნავია, რომ პიმბლეტმა მისი გამარჯვებების შემდეგ, სამივე შემთხვევაში შეძლო ბონუსის მიღება. ინგლისელი არაორდინალური ქცევებით გამოირჩევა და ოქტაგონს გარეთაც საკმაოდ ქარიზმატული პიროვნებაა.

შესაძლოა UFC 282-ზე ყოფილი მეტოქეების დაპირისპირებაც შედგეს. ჯერ დამტკიცებული არ არის, თუმცა, დიდი შანსია, რომ დეკემბერში ერთმანეთს გლოვერ ტეიშეირა და ჟირი პროჰაცკა დაუპირისპირდნენ. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა 5-რაუნდიანი საჩემპიონო ბრძოლა სწორედ პროჰაცკას წინააღმდეგ დათმო. ეს გამარჯვება ჟირისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ის პირველი ჩეხი UFC-ის ჩემპონი გახდა.

სხვა სტატიები