Belive

ცარუკიანს რენატო მოიკანო ჩაანაცვლებს

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

UFC 311-მა დიდი დარტყმა მიიღო. ისლამ მახაჩევთან (26-1) განმეორებით მატჩს და ტიტულისთვის ბრძოლას სომეხი სპოერტსმენი, არმან ცარუკიანი (22-3) ჩაეხსნა. როგორც ცნობილია, ცარუკიანმა ზურგი ოფიციალური აწონვების შემდეგ დაიზიანა. UFC-მ მსუბუქი წონის სატიტულო ბრძოლის დამზღვევზე მუშაობა დღესვე დაიწყო და იპოვა კიდეც.

მახაჩევის წინააღმდეგ რეიტინგში მე-10 ადგილზე მყოფი რენატო მოიკანო (20-5-1) იჩხუბებს. მოიკანო PPV-ის მთავარ ბარათზე ბენეილ დარიუშს ხვდებოდა, მაგრამ ახლა ის მსუბუქ წონაში ჩემპიონს დაუპირისპირდება და მიიღებს შანსს, ჩამოაგდოს ამჟამინდელი მეფე.

მას შემდეგ რაც მოიკანო მსუბუქ წონაში გადავიდა, მისი კარიერა შეიცვალა და გაცილებით წარმატებული გახდა. 2022 წელს, რაფაელ დოს ანხოსთან მარცხის შემდეგ, მოიკანომ ზედიზედ ოთხი ბრძოლა მოიგო და ახლა ცარუკიანის ტრავმის გამო, ის მსუბუქ წონაში ტიტულის მოგების შანსს იღებს.

სხვა სტატიები