ჩელ სონენი: "ისლამთან დაკავშირებით ასეთი ამბავი გვაქვს..."
2 თვის წინ
სხვა
1 წთ
მთელი MMA-ს სამყარო ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის დაპირისპირებას ელოდება. მიუხედავად იმისა ბრძოლის ჩანიშვნის საფუძვლებისა, ნათელი მაინც არაფერია. ისლამმა განაცხადა, რომ ამ სპორტის ორი ქამრით დატოვებას აპირებს. ეს ყველაფერი კი წონის შეცვლას და იქაც ჩემპიონობას ნიშნავს. აღნიშნული განცხადება მიმდინარე სიტუაციას ოდნავ ბუნდოვანს ხდის. ჩელ სონენმა დაღესტნელი ჩემპიონის სავარაუდო მომავალზე ისაუბრა.
ისლამთან დაკავშირებით ასეთი ამბავი გვაქვს. ბელალმა თქვა, რომ მახაჩევთან არ იჩხუბებს. ეს სამომავლო მოწინააღმდეგეების დამოკიდებულებას არ ჰგავს. თუ ისლამის გუნდში ხართ და მის ჯეკ დელა მადალენასთან ბრძოლას ელით, გეტყვით რომ ამ ჩხუბის ყურება არავის უნდა. ამავდროულად, თუ მახაჩევი ილიასთან წააგებს, რომელსაც მსუბუქ წონაში არაფერი გაუკეთებია, 77 კილოგრამში მებრძოლები იმავე არგუმენტს მოიყვანენ და იტყვიან, რომ ისლამს ქვესაშუალო წონაში არაფერი გაუკეთებია. - განაცხადა ჩელ სონენმა
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ბრძოლისთვის მზადება ოფიციალურად დაიწყო. ვრცელდება ჭორები, რომ ის ისლამ მახაჩევს შეხვდება. აქვს იმასაც გეტყვით, რომ საბრძოლი ბანაკში მახაჩევიც ჩართულია. არაოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, თოფურია-მახაჩევის დაპირისპირების თარიღი ივნისია.