ისლამ მახაჩევმა იანვარში ტიტულის დაცვაზე უარი თქვა
ისლამ მახაჩევმა, UFC-ის ნახევრადმსუბუქი წონის ტიტულის პირველად დაცვის შესაძლებლობაზე უარი განაცხადა - მას ეს 2026 წლის იანვარში უნდა გაეკეთებინა.
UFC-ის ახალი ერის პირველ მთავარ დაპირისპირებად, მსუბუქ წონაში ვაკანტურად დატოვებული ქამრისთვის ბრძოლაა (ილია თოფურიამ გახადა ვაკანტური) - ერთმანეთს პადი პიმბლეტი და ჯასტინ გეიჯი შეხვდებიან, თუმცა UFC-ის უნდოდა, წლის დასაწყისშივე ებრძოლა ისლამ მახაჩევსაც.
ნოემბერში ჯეკ დელა მადალენას დამარცხების შემდეგ, მახაჩევს, ქამრის დაცვა 2 თვეში სთხოვეს.
იანვარში ბრძოლა შემომთავაზეს. ვფიქრობ, იანვარი შეუძლებელი თარიღია, რადგან სამი თვე ვემზადებოდი წინა ბრძოლისთვის, ახლა კი დეკემბერში დამირეკეს და 1 თვეში ჩხუბი მთხოვეს - მე ვუთხარი, რომ უკვე გვიან იყო და ამას არ ვიზამდი.
სიმართლე გითხრათ, ჩემთვის არ უთქვამთ ვინ იქნებოდა მეტოქე, მაგრამ ვფიქრობ ეს მორალესი იყო (მაიკლ მორალესი/დაუმარცხებელი/19-0). - განცხადა მახაჩევმა
მორალესის გარდა, ტიტულისთვის ბრძოლის შანსი იან გარისაც აქვს, რაც ასევე საინტერესო იქნება მისი კონორ მაკგრეგორთან კავშირის გათვალისწინებით. ილია თოფურიას შესვენება აქვს აღებული, ამიტომ იმ თემაზე საუბარი, რომ ისლამთან ბრძოლა პერსპექტივაში მაინც ჩანს, ჯერ ადრეა.
დაღესტნელმა მებრძოლმა განაცხადა, რომ რამადანის შემდეგ ბრძოლისთვის მზად იქნება (აპრილი, მაისი), თუმცა თუ უნდათ რომ თეთრ სახლში იჩხუბოს, ამასაც დაელოდება.
Islam Makhachev refuses to make UFC January title defence and sets new return planhttps://t.co/Q0boESPA8k
— talkSPORT (@talkSPORT) December 28, 2025