Belive

თომას მიულერის ცხენი ოლიმპიური ჩემპიონია

4 თვის წინ სხვა
1 წთ

თომას მიულერის ცხენმა "ჩეკერმა" და მისმა მხედარმა, კრისტიან კუკუკმა ოლიმპიური ოქრო მოიპოვეს. საცხენოსნო დისციპლინა კონკურსში (შეჯიბრება დაბრკოლებათა გადალახვაში) მათ ფავორიტად არავინ მიიჩნევდა, თუმცა ცხენმა და მხედარმა სენსაცია მოახდინეს და გერმანიას ოქროს მედალი მოუტანეს.

"ჩეკერის" მფლობელებმა, მადლენ ვინტერ-შულზემ და თომას მიულერმა ძალიან დიდი როლი ითამაშეს ამ წარმატებაში. მათ მომცეს ამ ცხენით ასპარეზობის შესაძლებლობა და გარანტია მიიღეს, რომ ერთ დღეს ის არ გაიყიდებოდა. ამის გამო წარმოუდგენლად მადლიერი ვარ და მიხარია, რომ დღეს შევძელი მათი ნდობის გამართლება - განაცხადა კუკუკმა გამარჯვების შემდეგ

ცხენი მართლაც ითვლება ოლიმპიურ ჩემპიონად, რადგან შეჯიბრებისთვის სწორედ (ცხენი+მხედარი) წყვილი ირჩევა და თუ ერთი დაშავდა, მეორეც გამოტოვებს ოლიმპიადას. ტოკიოში კუკუკმა სხვა ცხენით 31-ე ადგილი დაიკავა, პარიზში კი ოქროს მიულერის ცხენით შესწვდა.

სხვა სტატიები