Belive

ტოკიოს რიოგოკუ კოკუგიკანის სასახლეში ჰაცუ ბაშო იწყება!

5 წლის წინ სხვა
1 წთ
13 იანვრიდან ტოკიოში, კერძოდ რიოგოკუ კოკუგიკანის სასახლეში 2019 წლის პირველი სუპერტურნირი აიღებს სტარტს. ქართველი გოლიათი ტოჩინოშინი ტურნირს საკმაოდ კარგი ფიზიკური მონაცემებით ხვდება, შესაბამისად მის გულშემატკივრებს აქვთ იმის დიდი იმედი, რომ ტოჩი 2018 წლის ჰაცუ ბაშოს შედეგს გაიმეორებს. ჰაცუ ბაშოს სანიაკუს წევრები სრულ მზადყოფნაში ხვდებიან - 3 იოკოძუნა, 3 ოძეკი და მოქმედი ჩემპიონი ახალ რანგში - სეკივაკე ტაკაკეიშო, შესაბამისად ქართველ ფალავანს ურთულესი გზის გავლა მოუწევს იმისათვის, რომ იმპერატორის თასისთვის იბრძოლოს. Live.Ge ტრადიციულად შემოგთავაზებთ სუმოს პირდაპირ რეპორტაჟებს, როგორც საიტზე, ასევე ფეისბუქ გვერდზე.

სხვა სტატიები