Belive

ტოკიოს ოლიმპიადაზე ჩასული უგანდელი ძალოსანი გაუჩინარდა

2 წლის წინ სხვა
1 წთ
უგანდელი ძალოსანი, რომელიც ტოკიოს ოლიმპიადაზე საასპარეზოდ უნდა გამოსულიყო, გაუჩინარდა. იგი გაუჩინარებულად მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც გაირკვა, რომ იგი არ იმყოფებოდა იაპონიის ქალაქ იზუმინასოში, სადაც სადაც უგანდის დელაგაცია იმყოფება. პარასკევს საღამოს, ხელისუფლებამ პოლიციას 20 წლის უგანდელი ძალოსანის - იულიუს სეკიტოლეკოს გაუჩინარების შესახებ შეატყობინა. ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც 20 წლის სპორტსმენი კოვიდ ტესტზე არ გამოცხადდა.  აფრიკელი სპორტსმენი ბოლოს პარასკევს საღამოს, მისმა თანამემამულეებმა ნახეს, მას შემდეგ 20 წლის ძალოსანი არსად გამოჩენილა. მის სამძებრო სამუშაოებში ჩართულია იაპონიის პოლიცია. იულიუს სეკიტოლეკო იყო იმ უგანდელი სპორტსმენების ჯგუფში, რომელიც ტოკიოს პირველი ეწვია. შუა ივნისში ჩასული უგანდის ნაკრების წევრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ, 20 წლის სპორტსმენის პასუხი უარყოფითი იყო, თუმცა იგი კარანტინში იმყოფებოდა. უგანდის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, 20 წლის სპორტსმენი თავდაუზოგავად ვარჯიშობდა ტოკიოს ოლიმპიადისთვის, თუმცა მას რამდენიმე დღის წინ აცნობეს ინფორმაცია, რომ იგი ოლიმპიადაზე ვერ მიიღებდა მონაწილეობას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ინფორმაცია განახლებადია

სხვა სტატიები