ილია თოფურიას ბრძოლის გამართვის თარიღი და მომდევნო მეტოქე ცნობილია!
2 წლის წინ
სხვა
1 წთ
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ილია თოფურია ოქტაგონს 29 ოქტომბერს დაუბრუნდება. "ელ მატადორი" სახელოვან ბრაზილიელს - ედსონ ბარბოსას დაუპირისპირდება. აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად MMA-ს მიმომხილველმა არიელ ჰელვანიმ გაავრცელა.
თოფურიასა და ლეგენდარული ბარბოსას ბრძოლა ლას ვეგასში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ "ელ მატადორი" პირველი ქართველი მებრძოლი არაა, რომელსაც ბრაზილიელი დაუპირისპირდება. UFC ON ESPN 30-ის ივენთზე, გიგა ჭიკაძისა და ედსონ ბარბოსას დაპირისპირება შედგა - ბრძოლა ჭიკაძის გამარჯვებით დასრულდა. ჭიკაძემ ედსონ ბარბოსა მესამე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და UFC-ში ზედიზედ მე-7 გამარჯვება მოიპოვა. ილია თოფურია ოქტაგონზე უკანასკნელად 2022 წლის მარტში ვიხილეთ. ქართველმა მებრძოლმა მისი ოპონენტი - ჯეი ჰერბერტი მეორე რაუნდში ეფექტური დარტყმით დაანოკაუტა.💪 ¡CONFIRMADO! El gran @Topuriailia ya tiene rival para su próximo combate en la @ufc Se medirá al el brasileño Edson Barboza el 29 de octubre. ¡Y por supuesto lo verás en @Eurosport_ES! #UFCEurosport https://t.co/OQ95W1hB4M — Eurosport.es (@Eurosport_ES) July 29, 2022