Belive

ტოკიოს გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრები სუპერშემადგენლობით წარდგება

1 წლის წინ სხვა
1 წთ

2-3 დეკემბერს იაპონიის დედაქალაქი ტოკიოს გრანდ სლემს უმასპინძლებს.

2-3 დეკემბერს იაპონიის დედაქალაქი, ტოკიოს გრანდ სლემს უმასპინძლებს.

ტოკიოს გრანდ სლემისთვის კი, საქართველოს შემადგენლობა, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ლაშა გუჯეჯიანმა დაასახელა.

ტოკიოში საქართველოს ნაკრები 14 სპორტსმენით და უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს.

შემადგენლობა

  • 60 კგ - ლუხუმ ჩხვიმიანი; გიორგი სარდალაშვილი

  • 66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი

  • 73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი; გიორგი ტერაშვილი

  • 81 კგ - ტატო გრიგალაშვილი

  • 90 კგ - ლაშა ბექაური; ლუკა მაისურაძე

  • 100 კგ - ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი

  • +100 კგ - გურამ თუშიშვილი

  • 57 კგ - ეთერ ლიპარტელიანი

  • 63 კგ - ეთერ ასკილაშვილი

  • +78 კგ - სოფიო სომხიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან 2022 წლის ტოკიოს გრანდ სლემზე მხოლოდ ლაშა ბექაურმა იასპარეზა, რომელიც მიწვეული ძიუდოისტის სტატუსით იმყოფებოდა და მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სხვა სტატიები