თოფურიას და ალმახანის პირისპირ დგომი შედგა | VIDEO
1 კვირის წინ
სხვა
1 წთ
ქართველი მებრძოლი ალექსანდრე თოფურია UFC-ში კატარის ქარდზე მომდევნო ბრძოლას 22 ნოემბერს გამართავს, მისი მეტოქე ყაზახი ბეკზატ ალმახანი იქნება.
ყაზახ მებრძოლს კარიერაში 14 ჩხუბი აქვს გამართული, საიდანაც 12 მოიგო. აღსანიშნავია, რომ აქედან 9 ნოკაუტით იყო, 5 კი პირველივე რაუნდში. ალმახანს ერთი ჩხუბი საბმიშენითაც აქვს მოგებული. ბეკზატს UFC-ში სულ ორი ბრძოლა აქვს გამართული და ერთხელ უმარ ნურმაგომედოვთან დამარცხდა, მეორედ კი ბრედ კატონასთან გაიმარჯვა. რაც შეეხება თოფურიას, მან ერთხელ იჩხუბა და გამარჯვების მოპოვებაც შეძლო.
დღეს, მებრძოლების პირისპირ დგომიც შედგა.
Vamos El Conquistador 🫡 #UFCQatar
— UFC Europe (@UFCEurope) November 21, 2025
🇬🇪 Aleksandre Topuria vs Bekzat Almakhan 🇰🇿@VisitQatar | @QatarCalendar pic.twitter.com/gs7t057gZy