Belive

თოფურია Vs ვოლკანოვსკი - პირისპირ დგომი

2 თვის წინ სხვა
1 წთ

18 თებერვალი ქართული MMA-ს ისტორიაში შესაძლოა ოქროს ასოებით ჩაიწეროს - ოქტაგონზე ორი ქართველი გავა და ერთი მათგანი ტიტულისთვის იბრძოლებს, მეორე კი გამარჯვების შემთხვევაში, მთავარი კანდიდატი გახდება.

მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება, ზედიზედ მე-10 გამარჯვების მოპოვებას ეცდება და ამ შემთხვევაში, ტიტულისთვის ბრძოლის მთავარი კანდიდატი გახდება. ილია თოფურია ალექსანდრ ვოლკანოვსკის საჩემპიონო ქამრისა და პედესტალის უმაღლესი პოზიციისთვის დაუპირისპირდება.

ბრძოლის გამართვამდე 24 საათით ადრე, ილია თოფურიამ და ალექსანდრ ვოლკანკვსკიმ წონები ჩააბარეს, რის შემდეგაც მათი პირისპირ დგომი შედგა.

სხვა სტატიები