Belive

ილია თოფურია: "ჩემთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნო ორივე ქვეყნის მოქალაქეობა"

9 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი, ილია თოფურია საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის მისი გამარჯვება ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანია.

ჩემპიონთან საუბრისას პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ესპანეთის მოქალაქეობის მინიჭების პარალელურად მნიშვნელოვანია, რომ მას შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეობა. მთავრობის მეთაური იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტს მიმართავს, რათა ყველაფერი გაკეთდეს ილია თოფურიასთვის მოქალაქეობის შესანარჩუნებლად.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, თავად ილია თოფურიამაც აღნიშნა, რომ მისთვის უმნიშვნელოვანესია იყოს როგორც საქართველოს, ასევე ესპანეთის მოქალაქე.

UFC-ის ჩემპიონი, 21 მარტს, საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩზე საჩემპიონო ქამარს წარადგენს.

სხვა სტატიები