Belive

"თოფურია თავის ტიტულს დიდხანს ვერ შეინარჩუნებს" - ედსონ ბარბოსა

2 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის ვეტერანი მებრძოლი და ქვემსუბუქი წონის მე-12 ნომერი ედსონ ბარბოსა თვლის, რომ ილია თოფურია ჩემპიონის ქამარს დიდხანს ვერ შეინარჩუნებს. მიუხედავად ამ განცხადებისა, ბრაზილიელი თვლის, რომ ილიას საკმაოდ მაღალი დონის მებრძოლია.

ვოლკანოვსკისთან მისმა უკანასკნელმა ბრძოლამ დაამტკიცა, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოა. ის ჩემპიონია. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგია, მჯერა რომ ტიტულს დიდხანს ვერ შეინარჩუნებს. მის დივიზიონში ბევრი მაგარი ბიჭია. Top 15-ში ძალიან, ძალიან მაღალი დონის მებრძოლები არიან. - განაცხადა ბარბოსამ TMZSports-თან საუბრისას

ილია თოფურიამ საკუთარი ჩემპიონის ქამარი UFC 298-ზე მოიპოვა, სადაც ლეგენდარული ალექს ვოლკანოვსკი დაამარცხა. "მატადორისთვის" ეს გამარჯვება კარიერაში მე-15 იყო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ილია თოფურიას არცერთი ბრძოლა არ წაუგია.

შეგახსენებთ, რომ BMF ქამრის მოგების შემდეგ, მაქს ჰოლოუეიმ ილია თოფურია გამოიწვია. ჩემპიონმა მაქსის გამოწვევა მიიღო და მასთან ბრძოლას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება თუ BMF-ის ქამარს ჩამოვა. ჯერჯერობით, ამ დაპირისპირებაზე ოფიციალურად არაფერი ვრცელდება, თუმცა, დიდი ალბათობით მაქსისა და ილიას ბრძოლა ვიხილავთ.

სხვა სტატიები