Belive

კოდი გარბრანდტი: "მერაბი ძალიან მაგარი მებრძოლია, მაგრამ..."

5 თვის წინ სხვა
1 წთ

კოდი გარბრანდტს სუოერმსუბუქი წონის საუკეთესო მებრძოლის შესახებ ჰკითხეს. ყველა ელოდა, რომ კოდი მერაბს დაასახელებდა, თუმცა ამერიკელს ამის თქმა გაუჭირდა.

პიროვნულად მერაბი მომწონს. ვფიქრობ, დიდებული ადამიანია. მისი შრომისმოყვარეობა, მისი საბრძოლო სტილი, მისი თავმდაბლობა - ყველაფერი მომწონს. დიდებული მებრძოლი. გამარჯვებებს აგრძელებს და კარგად მიდის. რაც შეეხება საუკეთესოს, აქ რიგში ბევრი მებრძოლია.

ჩემი აზრით, ნამდვილი GOAT დომინიკ კრუზია. რამდენი საუკეთესო უნდა გყავდეს ერთ წონით კატეგორიაში. ეს კარგად აჩვენებს თუ რამდენად ძლიერია ჩვენი დივიზიონი. - განაცხადა კოდი გარბრანტდმა

შეგახსენებთ, რომ მერაბმა სულ ახლახანს დაიცვა ქამარი. მან შონ ო'მალი დაამარცხა და მოგებათა სერია 13-მდე გაზარდა, რომლითაც ჯონ ჯონსს, ხაბიბ ნურმაგომედოვს და ჟორჟ სენ-პიერს გაუთანაბრდა

სხვა სტატიები