Belive

"თოფურია სრულყოფილი და თავდაჯერებული მებრძოლია" - ტომ ასპინალი

5 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის მძიმეწონოსანმა ტომ ასპინალმა ილია თოფურია შეაქო. ინგლისელმა "მატადორს" სრულყოფილი მებრძოლი უწოდა და ამბობს, რომ ილიამ ასე უნდა განაგრძოს.

მას ჩემი რჩევა არ სჭირდება. ძალიან კარგი, სრულყოფილი და თავდაჯერებული მებრძოლია. კარგად იცის რასაც აკეთებს და ასე უნდა განაგრძოს, რადგან ეს ყველაფერი მის სასიკეთოდ მოქმედებს. - განაცხადა ტომ ასპინლმა

შეგახსენებთ, რომ ილია ოქტაგონზე მომავალი წლის თებერვალში დაბრუნდება. აღსანიშნავია, რომ "მატადორი" ნანატრი საჩემპიონო ქამრისთვის ალექს ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ტომ ასპინალი 12 ნოემბერს მძიმე წონის ქამრისთვის რუს სერგეი პავლოვიჩს შეხვდება. მათი დაპირისპირება UFC 295-ზე თანამთავარი ბრძოლა იქნება. საღამოს მთავარი სანახაობა კი პროჰასკასა და პერეირას საჩემპიონო ჯახია.

სხვა სტატიები