Belive

სეხუდო მერაბისა და ო'მალის ბრძოლას გამოეხმაურა

3 თვის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონია. ქართველმა სპორტსმენმა ქამრისთვის ბრძოლაში შონ ო'მალი მსაჯების გადაწყვეტილებით უდიდესი უპირატესობით დაამარცხა.

მერაბის ყოფილი მეტოქე ჰენრი სეხუდო საჩემპიონო ბრძოლას გამოეხმაურა.

მერაბმა შონის შესაჩერებლად ფორმულა იპოვა. მინდა მის წინააღმდეგ შემდეგი მე ვიყო. ო'მალი შენ გინდოდა, რომ შემდეგი მაკგრეგორი ყოფილიყავი და გამოგივიდა. არცერთ თქვენგანს თეიქდაუნების დაცვა არ შეგიძლიათ. დამწყებებისთვის ჭიდაობას 8 საათზე ვატარებ. დილით შევხვდებით. - წერს ჰენრი სეხუდო

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონია. პირველიც ვინც ამ ტიტულის მოპოვება შეძლო ილია თოფურიაა, რომელიც საკუთარ ტიტულს ჰოლოუეისთან 26 ოქტომბერს დაიცავს.

სხვა სტატიები