Belive

თოფურია მახაჩევს: " 2025 წელს საქმე ზრდასრული კაცებივით გადავწყვიტოთ"

2 თვის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გრძელდება. მართალია, 26 ოქტომბერს ილია პირველად დაიცავს ქამარს - მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ, თუმცა არ წყდება საუბრები იმაზე, რომ ამ ბრძოლის შემდეგ, თოფურია მაღალ წონაში აუცილებლად ავა და ისლამ მახაჩევს დაუპირისპირდება.

მე არ მჭირდება ხაზების გადაკვეთა, მაგრამ როგორც ჩანს, ბავშვები, რომლებიც თქვენთან ერთად არიან, შეეცდებიან გადალახონ ის ზღვარი, საიდანაც უკან ვერ დაბრუნდებიან. მოდით, ბავშვებს თავი დავანებოთ და 2025 წელს, ზრდასრული კაცებივით, ოქტაგონზე გადავწყვიტოთ ჩვენი საქმე - ესაა ბოლო განცხადება, რომელიც თოფურიამ X-ზე განათავსა

ხაბიბ ნურმაგომედოვის ბანაკიდან, რომელსაც ისლამ მახაჩევიც მიეკუთვნება, პირველი უსმან ნურმაგომედოვი იყო, რომელმაც ილიას დაკნინება სცადა - "ქუჩაში ბოლოს როდის იბრძოლე, ევროპელო?". ილიამ ამასაც უპასუხა და შემდეგ მახაჩევის განცხადებასაც, რომელიც პირადი საზღვრების დაცვას ეხებოდა. "ბავშვებში", რომლებსაც ილია პასუხში ახსენებს, სწორედ ხაბიბ ნურმაგომედოვის ბანაკის წევრები იგულისხმებიან.

სხვა სტატიები