Belive

"თოფურია გატყუებს, რომ შენი დაცვა მოადუნო" - მაქს ჰოლოუეი

1 დღის წინ სხვა
1 წთ

მაქს ჰოლოუეიმ ილია თოფურიას საბრძოლო სტილზე ისაუბრა. ჰავაელი ამბობს, რომ ილია საკუთარი სიმშვიდით მოწინააღმდეგეს ატყუებს. ისეთ დროს როცა უნდა აფეთქდეს სიმშვიდეს ინარჩუნებს და როდესაც ვფიქრობთ, რომ მომენტმა ჩაიარა, ბუმ!

ილია საკუთარ თავს იდეალურ პოზიციაში აყენებს, მაგრამ ამის გამოყენებას არ ჩქარობს. ისე ჩანს თითქოს უბრალოდ ზის და არაფრის გაკეთებას აპირებს. შემდეგ კი, არსაიდან, ბუმ! გატყუებთ, რომ დაცვა მოადუნო. - ამბობს მაქს ჰოლოუეი

შეგახსენებთ, რომ ილიამ ქვემსუბუქი წონის ქამარი სწორედ მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცვა. UFC 308-ზე "მატადორმა" მაქსი ნოკაუტით დაამარცხა და საბრძოლო სამყარო კიდევ ერთხელ გააოცა.

სხვა სტატიები