Belive

"თუ მკითხავთ ვინ არის ყველაზე დამსახურებული, ეს პრატესია" - მახაჩევი მომავალ ჩხუბზე

2 დღის წინ სხვა
1 წთ

იან გარისთან გამარჯვების შემდეგ, ისლამ მახაჩევმა პოტენციური ოპონენტი დაასახელა. მისი აზრით, ეს კარლო პრატესი უნდა იყოს. არსებობს მაიკლ მორალესის ვარიანტიც, თუმცა, ისლამი თვლის, რომ ის ნაკლებად აქტიურია.

შავკატი აღარ იბრძვის, პრატესი კი კვლავ აქტიურია. ალბათ, შემდეგი მეტოქე სწორედ ის უნდა იყოს. მორალესი კარგი მებრძოლია, მაგრამ არც კი მახსოვს ბოლოს როდის იბრძოლა. თუ მკითხავთ ვინ არის ყველაზე დამსახურებული ბიჭი, ეს კარლოს პრატესია. - განაცხადა მახაჩევმა

აღსანიშნავია, რომ პრატესს იან გარისთან აქვს ბრძოლა ჩატარებული და დამარცხდა. მას შემდეგ ბრაზილიელმა სამი ჩხუბი მოიგო და მათ შორის ყოფილი ჩემპიონო ჯეკ დელა მადალენაც დაამარცხა.

მორალესი მართლაც ნაკლებად აქტიურია. მან ბოლო 2025 წლის ნოემბერში იჩხუბა, სადაც შონ ბრეიდი პირველი რაუნდის ნოკაუტით დაამარცხა.

სხვა სტატიები