Belive

ტოჩინოშინმა კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო

1 წლის წინ სხვა
1 წთ

სახელოვანი ქართველი სუმოისტი - ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) სუმოს სამყაროს ემშვიდობება. ტოჩინოშინმა, რომლის ასპარეობასაც ტრავმებმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა, კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.

14 მაისიდან იაპონიის დედაქალაქი – ტოკიო, ნაცუ ბაშოს მასპინძლობს. “რიოგოკუ კოკუგიკანში” საგაზაფხულო ტურნირი იმართება, რომელშიც ლევან გორგაძეც იღებს მონაწილეობას. ტოჩინოშინი რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში – აღმოსავლეთის მე-5 ნომრადაა განთესილი და განვლილ 5 ბრძოლაში 5 მარცხი აქვს განცდილი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქართველი სუმოისტის ასპარეზობაზე ქრონიკულმა ტრავმიანობამ დიდი გავლენა იქონია - აღნიშნულიდან გამომდინარე, ნაცუ ბაშო ტოჩინოშინის გარეშე გაგრძელდება.

კარიერის საუკეთესო პერიოდი ტოჩინოშინს 5 წლის წინ ჰქონდა, როდესაც იმპერატორის თასის გამარჯვებული გახდა და ოძეკის ტიტულიც მიიღო. ტოჩინოშინისთვის განსაკუთრებით მძიმე უკანასკნელი 2 წელი გამოდგა, რა დროის განმავლობაშიც ხშირი ტრავმიანობიდან გამომდინარე, 13-დან 11 ბაშოზე უარყოფითი ბალანსი დააფიქსირა.

belive-ს გუნდი ლევან გორგაძეს მადლობას უხდის იმ განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი მომენტებისთვის, რომელიც ტოჩინოშინმა სუმოს გულშემატკივარს აჩუქა. ტოჩინოშინს პირად ცხოვრებასა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებას ვუსურვებთ.

სხვა სტატიები